.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ბედნიერი ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლით. ეს არის დიდი ტრადიციებისა და ამბიციების მქონე კლუბი, სადაც თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. საქართველოში დაბრუნება და ასეთი გამორჩეული გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა. მზად ვარ, ჩემი გამოცდილება გუნდის წარმატებას მოვახმარო და ერთგული ქომაგები ლამაზი თამაშითა და გამარჯვებებით გავახარო.“ - ლევან შენგელია.
რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას, ლევან შენგელიას საკმაოდ მდიდარი საკლუბო კარიერა აქვს. სხვადასხვა დროს იგი არაერთი ქართული თუ უცხოური გუნდის ღირსებას იცავდა. სამშობლოში წარმატებული თამაშის შემდეგ, მისი კარიერა საზღვარგარეთ გაგრძელდა. წლების განმავლობაში ლევანი ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორებიცაა თურქული კონიასპორი, ბელგიური ლუვენი და ტუბიცე, სამხრეთ კორეული დაეჯეონ სითიზენი, ბერძნული პანეტოლიკოსი და ოფი. სწორედ კრეტული გუნდში თამაშობდა შენგელია დინამო ბათუმში გადმოსვლამდე, სადაც გასულ სეზონში საბერძნეთის თასის გამარჯვებული გახდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სანაკრებო კარიერა. ლევან შენგელია საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი და მნიშვნელოვანი წევრია. ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. ამასთან, იგი გახლდათ იმ ისტორიული გუნდის ნაწილი, რომელმაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
ლევან შენგელია უკვე შეუერთდა გუნდს და დინამოსთან ერთად სრულფასოვან საწვრთნელ პროცესშია ჩართული.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ
დინამო ბათუმის ნახევარმცველები, ნიკა დუმბაძე და დაჩი აბუსელიძე, კარიერას ბათუმის ვესტ ჯორჯიაში გააგრძელებენ. კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ახალ კლუბში იჯარის წესით, მიმდინარე…
01.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


