
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ
დინამო ბათუმის ნახევარმცველები, ნიკა დუმბაძე და დაჩი აბუსელიძე, კარიერას ბათუმის ვესტ ჯორჯიაში გააგრძელებენ. კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ახალ კლუბში იჯარის წესით, მიმდინარე…
დინამო ბათუმის ნახევარმცველები, ნიკა დუმბაძე და დაჩი აბუსელიძე, კარიერას ბათუმის ვესტ ჯორჯიაში გააგრძელებენ.
კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ახალ კლუბში იჯარის წესით, მიმდინარე წლის ბოლომდე იასპარეზებენ.
ორივე მოთამაშე დინამო ბათუმის აკადემიის აღზრდილია და მათ პირველ გუნდში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს.
ნიკა დუმბაძე - მთავარ გუნდში მისი დებიუტი 2024 წელს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ ნიკამ კლუბის მაისურით 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 გატანილი გოლით გამოიჩინა.
დაჩი აბუსელიძე - დაჩის სადებიუტო შეხვედრაც საქართველოს თასს უკავშირდება - მან პირველად 2025 წელს, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ ითამაშა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე პირველ გუნდში ჩატარებული 32 მატჩია.
დინამო ბათუმი მადლობას უხდის ნიკას და დაჩის გაწეული შრომისთვის. თითოეულ მათგანს პროდუქტიულ სეზონს, სპორტულ განვითარებასა და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში!

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


