
ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲐᲓ | ᲘᲛᲠᲐᲜ ᲣᲚᲐᲓ ᲝᲛᲐᲠᲘ ᲔᲠᲗᲘ ᲬᲚᲘᲗ ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲨᲘ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი, იმრან ულად ომარი, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი გუნდს სომხური ერევნის ნოადან შემოუერთდა და მხარეებს შორის…
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი, იმრან ულად ომარი, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი გუნდს სომხური ერევნის ნოადან შემოუერთდა და მხარეებს შორის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გაფორმდა.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„ბედნიერი ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლით. საქართველოს ჩემპიონატს კარგად ვიცნობ და ვიცი, რამხელა ისტორია და როგორი გულშემატკივარი ჰყავს ამ გუნდს. მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. ჩვენი მიზნები მაღალია - მინდა, გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო და ლამაზი თამაშით ერთგული ქომაგები გავახარო.“ — იმრან ულად ომარი.
რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას, იგი პროფესიული კარიერის საწყის წლებში ნიდერლანდურ კლუბებში, აჰილეს 29-სა და დენ ბოსხში ასპარეზობდა. მას შემდეგ იმრან ულად ომარმა არაერთი უცხოური თუ ქართული გუნდის მაისური მოირგო. სხვადასხვა დროს იგი სლოვაკური ტრენჩინის, თბილისის ლოკომოტივისა და დინამოს, ისრაელის ჰაპოელ ბეერ-შევასა და სომხური ნოას ღირსებას იცავდა.
ქართველი გულშემატკივრისთვის იგი ძალიან კარგად ნაცნობი ფეხბურთელია, რადგან ეროვნულ ლიგაში წარმატებული თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და თბილისურ კლუბებში ასპარეზობისას არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი მაღალი კლასი. იგი თავისი გამორჩეული ტექნიკით, კრეატიულობით, მოედნის შესანიშნავი ხედვითა და შეტევების ორგანიზების უნარით არის ცნობილი.
იმრან ულად ომარი გუნდს 20 ივლისს ბათუმში შეუერთდება და სეზონის განახლებისთვის დინამოსთან ერთად მოემზადება.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


