
ᲡᲐᲖᲐᲤᲮᲣᲚᲝ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲐ ᲔᲠᲖᲠᲣᲛᲨᲘ
დინამო ბათუმი სეზონის განახლებამდე საზაფხულო შეკრებას თურქეთის სამთო კურორტ ერზრუმში გაივლის. გუნდი ერზრუმში 5 ივლისს გაემგზავრა. დაგეგმილია სამი ამხანაგური შეხვედრა თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან; კონკრეტული მეტოქეების…
დინამო ბათუმი სეზონის განახლებამდე საზაფხულო შეკრებას თურქეთის სამთო კურორტ ერზრუმში გაივლის.
გუნდი ერზრუმში 5 ივლისს გაემგზავრა. დაგეგმილია სამი ამხანაგური შეხვედრა თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან; კონკრეტული მეტოქეების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა:
- მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, მათე თურმანიძე
- მცველები: მამუკა კობახიძე, ლუკა ქაფიანიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი, რეზი ჩიტეიშვილი, დირკ კარლსონი, ალიკა გეთიაშვილი, ივან ტურიცოვი
- ნახევარმცველები: ლუკა წულუკიძე, უერდი მარა, არტემ მილჩენკო, გურამ ჯაფარიძე, თორნიკე კირკიტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ფუტკარაძე, ბექა ბარამიძე, გიორგი კოხრეიძე, ავაკა ეშეთე
- თავდამსხმელები: დმიტრი მანდრიჩენკო, ლევან ხოზრევანიძე
გუნდს რამდენიმე ახალწვეული უშუალოდ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. მათ შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ.
ერზრუმში საზაფხულო შეკრება 17 ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც გუნდი სეზონის განახლებისთვის მზადებას ბათუმში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ სეზონი საქართველოს თასის გათამაშებით განახლდება - 25 ივლისს ჩვენი გუნდი სტუმრად თბილისში ორბს დაუპირისპირდება.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


