
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და ჩვენმა გუნდმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გავიდა – თავი დმიტრი მანდრიჩენკომ გამოიჩინა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და მწვრთნელებმაც არაერთი ცვლილება განახორციელეს, ანგარიში აღარ შეცვლილა.
დინამო ბათუმი 1-0 თელავი
ბათუმი, ბათუმი არენა
დინამო ბათუმი: ყალიჩავა, მანდრიჩენკო (60' მაურიდესი), ალთუნაშვლი (81' მილჩენკო), მარა, კალანდარიშვილი (26' ლაკვეხელიანი), წულუკიძე, კირკიტაძე (60' ვიტორი), კობახიძე (კ), კარლსონი, ტურიცოვი, ჯაფარიძე (46' ჯაფარიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ქაფიანიძე, იმრანი, ჩიტეიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
თელავი: ჩიკაშუა, მარაქველიძე (კ) (58' ასამოა), გაბიტაშვილი, სალუქვაძე, იობაშვილი (46' ნიქაბაძე), ჟივიძე (58' სხირტლაძე), გოგოტიშვილი (83' გალახვარიძე), დათუაშვილი, ბრაჟკო, პარკინაშვილი (74' ანანიძე), ხარებაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: შევჩენკო, ჩხეტიანი, ივანიაძე, კუტალია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
მსაჯები: სანდრო ნონიკაშვილი, დავით ჩიგოგიძე, დავით გოგოხია, ირაკლი კვირიკაშვილი
ყვითელი ბარათი: 25' კალანდარიშვილი, 70' დათუაშვილი, 71' სალუქვაძე
გოლი: 1-0 მანდრიჩენკო (45+2')
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში დინამო ბათუმის მეტოქე ქუთაისის ტორპედო იქნება. შეხვედრა ქუთაისში 26 აგვისტოს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ
დინამო ბათუმის ნახევარმცველები, ნიკა დუმბაძე და დაჩი აბუსელიძე, კარიერას ბათუმის ვესტ ჯორჯიაში გააგრძელებენ. კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ახალ კლუბში იჯარის წესით, მიმდინარე…
01.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


