
ᲐᲛᲮᲐᲜᲐᲒᲣᲠᲘ 3 - 0
ბათუმის „დინამომ“ ფოთში ადგილობრივი „კოლხეთი“ 3 – 0 დაამარცხა. ზღვისპირული დერბი, რომელიც ამხანაგურ ხასიათს ატარებდა ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა. დინამოელთაგან გოლები ტატანაშვილმა,…
ბათუმის „დინამომ“ ფოთში ადგილობრივი „კოლხეთი“ 3 – 0 დაამარცხა. ზღვისპირული დერბი, რომელიც ამხანაგურ ხასიათს ატარებდა ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა.
დინამოელთაგან გოლები ტატანაშვილმა, აბუსელიძემ და დიასამიძემ გაიტანეს. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმურმა კლუბმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა თუმცა გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ.
ამხანაგური მატჩი
"კოლხეთი 1913", ფოთი 0 – 3 "დინამო" ბათუმი
გოლები: 0 – 1 ტატანაშვილი (30 წთ.) 0 – 2 აბუსელიძე (83 წთ.) 0 – 3 დიასამიძე (89 წთ.)
დინამო: მამინაშვილი, ჩუენსუ, ტეტუნაშვილი, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, მუჯირი, ჭკუასელი, ბერიაშვილი, ტატანაშვილი.
მეორე ნახევარი: ალავიძე, მაკარიანი, მახარაძე, მგელაძე, ქორიძე, გოგიტიძე, თევდორაძე, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, კაკალაძე, აბუსელიძე
მომდევნო ამხანაგურ მატჩს „დინამო“ სტუმრად ზესტაფონში, 5 სექტემბერს გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


