
ᲐᲮᲚᲐ, ᲠᲝᲓᲔᲡᲐᲪ ᲔᲡ ᲛᲝᲒᲔᲑᲐ ᲐᲡᲔ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲒᲕᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ - ᲗᲔᲘᲛᲣᲠᲐᲖ ᲨᲝᲜᲘᲐ
ხვალ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის XXII - ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართება. „დინამო“ ბათუმი თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.…
ხვალ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის XXII - ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართება. „დინამო“ ბათუმი თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ბათუმური კლუბი ევრო-ზონაში მოსახვედრად კვლავინდებურად იბრძვის, თბილისელებმა კი ...
როგორც ბათუმელთა კაპიტანი თეიმურაზ შონია ამბობს „ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდეს“. მოახლოვებულ „დინამოელთა“ დაპირისპირებაზე „დინამო“ ბათუმის კაპიტანი საუბრობს.
„ურთულესი მატჩი გველის. თბილისის „დინამო“ ტრადიციულად რთული მეტოქეა, მაგრამ ყველაფრისთის მზად ვართ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დამატებით სტიმული არ გვესაჭიროება. ქომაგებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭრონ - ახლა, როდესაც ეს მოგება ასე ძალიან გვჭირდება, ერთად უნდა დავამარცხოთ სტუმარი გუნდი და ევროსაგზურისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ. “ - ამბობს თეიმურაზ შონია.
“მეორე წრის დაწყებასთან ერთად, გუნდში ტრავმირებულთა რიცხვმა იმატა. „ჩიხურასთან“ წაგებულ შეხვედრაში პრაქტიკულად თავდამსხმელის გარშე ვითამაშეთ. დანაკლისის გარეშე ერთი მატჩიც კი არ ჩაგვიტარებია. ოღონდ, დანაკლისში არა ერთს ან ორს, არამედ ხშირად 4-5 ფეხბურთელზე ვსაუბრობ. თუმცა, ფაქტია რომ ამ დრომდე შანსს ვინარჩუნებთ და ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


