
ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ "ᲓᲘᲜᲐᲛᲝ" “ᲐᲛᲙᲐᲠᲗᲐᲜ” ᲯᲘᲥᲘᲐᲡ ᲒᲝᲚᲘᲗ ᲓᲐᲛᲐᲠᲪᲮᲓᲐ
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ", რომელიც ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის "ომონიასთან" გასამართი მატჩისთვის თურქეთში ემზადება, მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. კარტეპეში…
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ", რომელიც ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის "ომონიასთან" გასამართი მატჩისთვის თურქეთში ემზადება, მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
კარტეპეში ზღვისპირელებმა მესამე სპარინგი გამართეს და ამჯერად წინა ორისგან განსხვავებით დამარცხდნენ "დინამოს" მეტოქე ამჯერად რუსეთის პრემიერლიგის ბინადარი პერმის "ამკარი" გახლდათ. შეხვედრის ბედი კი 81-ე წუთზე გადაწყდა, როცა რუსების გათამაშებული კუთხური ქართული წარმომავლობის, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობის მქონე მცველმა გიორგი ჯიქიამ დააგვირგვინა. ჯიქია "ამკარში" სინჯებზე იმყოფება, მანამდე კი ძერჟინსკის “ხიმიკში" თამაშობდა.
ბათუმის "დინამო" კარტეპეში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, რის შემდგომაც სამშობლოში დაბრუნდება და 2 ივლისს, ზესტაფონში, "დავით აბაშიძის" სტადიონზე "ომონიას" უმასპინძლებს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


