
ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ "ᲓᲘᲜᲐᲛᲝ" "ᲚᲝᲙᲝᲛᲝᲢᲘᲕᲡ" ᲑᲐᲗᲣᲛᲨᲘ ᲓᲐᲣᲮᲕᲓᲔᲑᲐ
ბათუმის "დინამო" ქობულეთის "ჩელე არენაზე" აღარ ითამაშებს. ლევან ხომერიკის გუნდი 5 მაისს თბილისის "ლოკომოტივს" ბათუმის სარაგბო სტადიონის ხელოვნურსაფარიან მინდორზე უმასპინძლებს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის…
ბათუმის "დინამო" ქობულეთის "ჩელე არენაზე" აღარ ითამაშებს. ლევან ხომერიკის გუნდი 5 მაისს თბილისის "ლოკომოტივს" ბათუმის სარაგბო სტადიონის ხელოვნურსაფარიან მინდორზე უმასპინძლებს.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზეიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ქობულეთის სტადიონზე ხელოვნური საფარი ცუდ მდგომარეობაშია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩემპიონატში გაუთვალისწინებელი ტრავმები თავიდან ავირიდოთო.
რაც შეეხება ბათუმის ანგისას ბაზას, შეწყვეტილი მშენებლობა განახლდა და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.
ბათუმის "დინამოს" 9 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა, თუმცა მესამეადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
ილია ნანობაშვილი
მსოფლიო სპორტი

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


