
ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ "ᲓᲘᲜᲐᲛᲝ" - ᲡᲐᲜᲐᲛ ᲡᲢᲐᲓᲘᲝᲜᲘ ᲐᲨᲔᲜᲓᲔᲑᲐ...
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. სეზონის დაწყებამდე, გუნდის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოხდა - მთავარ მწვრთნელ ლევან ხომერიკს ასისტენტობას ასლან ბალაძე უწევს, მთავარი კონსულტანტი კი…
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.
სეზონის დაწყებამდე, გუნდის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოხდა - მთავარ მწვრთნელ ლევან ხომერიკს ასისტენტობას ასლან ბალაძე უწევს, მთავარი კონსულტანტი კი კვლავ შოთა ჭეიშვილია. ბათუმელები იმედოვნებენ, რომ ჭეიშვილის დაბრუნება, თუნდაც კონსულტანტის რანგში, გუნდს წაადგება და გააძლიერებს.
ცნობილია, რომ ბათუმელებმა დაიმატეს მეკარე მიხეილ ალავიძე, მცველები - ნიკა მგელაძე, არნო ჩუენსუ, ნახევარმცველი თემურ შონია და თავდამსხმელები - მიხეილ კაკალაძე, გიორგი ბერიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი.
ბოლო სიახლე კი ისაა, რომ მეკარე რომან ტაკიძე პირველი ლიგის ხელვაჩაურის "მაჭახელაში" იჯარით გაუშვეს. სამაგიეროდ, დაიბრუნეს 27 წლის გოლკიპერი შოთა მამინაშვილი, რომელიც სიმფეროპოლის "ტავრიასა" და ნოვოკუზნეცკის "მეტალურგ-კუზბასის" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო 2008-13 წლებში ბათუმის "დინამოს" ღირსებას იცავდა. თუმცა, თამაში იშვიათად უწევდა.
ბათუმელებმა კიდევ ერთი მეკარე, ლევან შოვნაძე თბილისის "დინამო 2-დან" დაიმატეს. ნახევარდაცვა დიმიტრი პაჭკორიათი და ნიკა დიასამიძით გააძლიერეს: პირველი - უკრაინის II ლიგის კლუბ "სკალაში" თამაშობდა, დიასამიძე კი - თბილისის "დინამო 2-ში".
მართალია, ბათუმის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგთან" ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი წააგო (1:2), მაგრამ კლუბში იმედი აქვთ, რომ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ. თუმცა ისიცაა, "დინამოს" საშინაო არენის არქონაც უშლის ხელს - ბათუმში სტადიონის აშენების საკითხი კვლავაც მოუგვარებელია.
"სამწუხაროდ, საკუთარი სტადიონი არ გვაქვს და ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ვითამაშებთ. ჩემპიონატის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ჩვენი და "შუქურას" თამაშები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ანგისის ბაზის მშენებლობა მალე დაიწყება, სადაც ცენტრალურ მოედანთან ტრიბუნები მოეწყობა და სტადიონის აშენებამდე, საშინაო მატჩებს იქ გავმართავთ.
არის ცენტრალური არენის პროექტი, რომელიც 20 ათას ადამიანს დაიტევს. სავარაუდოდ, მისი მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში ყოფნისას განაცხადა",- ამბობს გუნდის უფროსი ბესიკ თედორაძე.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


