
ᲑᲐᲖᲘᲡ ᲠᲔᲙᲝᲜᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲐ
13 მაიის ანგისი ბაზაზე დინამოს საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.ახალი პროექტი ითვალისწინებს ძირითადი მოედნისა და მაყურებელთა ტრიბუნის მშენებლობას, ასევე, საწვრთნელი მოედნისა და ბაზის სრული…
13 მაიის ანგისი ბაზაზე დინამოს საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.ახალი პროექტი ითვალისწინებს ძირითადი მოედნისა და მაყურებელთა ტრიბუნის მშენებლობას, ასევე, საწვრთნელი მოედნისა და ბაზის სრული ინფრასტრუქტურის შექმნას - გასახდელები, საშხაპეები, სასტუმრო და ა.შ.
პირველ ეტაპისთვის 2 500 000 ლარია გამოყოფილი, რაც 2 სატანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედნის, ახალი განათების სისტემის და გასახდელებისთვის საკმარისი იქნება. პროექტის პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
სპორტული ბაზა აღჭურვილი იქნება ვენტელაციის, კონდიცირებისა და გათბობის სისტემებით. ასევე მოწესრიგდება წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სადრენაჟო მოწყობილებები და განათების სისტემა.
პროექტი მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა წარადგინა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები და დინამოს ქომაგები. მანამდე ბერჯერ დაანონსებული და წარმოდგენილი პროექტებისგან განსხვავებით, ამჯერად საქმე გვაქვს უკვე გამოყოფილ 2,5 მილიონ ლართან, რომელიც მთლიანად გადაჭრის ძირითადი და ასაკობრივი გუდების პრობლემებს სავარჯიშო პირობებთან დაკავშირებით. სავარჯიშო მოედნებთან დამონტაჟდება განათება, რომლის სიმძლავრე 450 ლუქსამდე იქნება, მეორე ეტაპზე სათამაშო მოედნის განათება 1200 ლუქსით იგეგმება, რაც სრულად დააკმაყოფილებს მატჩის ტელენტრანსლიაციებთან დაკავშირებულ უეფას მოთხოვნებს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


