
ᲑᲔᲥᲐ ᲭᲙᲣᲐᲡᲔᲚᲘ: ᲩᲔᲛᲘ ᲗᲐᲛᲐᲨᲘᲗ ᲙᲛᲐᲧᲝᲤᲘᲚᲘ ᲕᲐᲠ, ᲗᲣᲛᲪᲐ ᲣᲤᲠᲝ ᲛᲔᲢᲘᲡ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ ᲛᲐᲥᲕᲡ
ბათუმის “დინამოს“ შეკრება დასასრულს უახლოვდება. ერზრუმში დინამოელებმა სამი ამხანაგური მატჩი უკვე გამართეს. „დინამოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველს ბექა ჭკუასელს, მიმდინარე შეკრებისა და…
ბათუმის “დინამოს“ შეკრება დასასრულს უახლოვდება. ერზრუმში დინამოელებმა სამი ამხანაგური მატჩი უკვე გამართეს.
„დინამოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველს ბექა ჭკუასელს, მიმდინარე შეკრებისა და მოახლოვებული ჩემპიონატის შესახებ გავესაუბრეთ.
შეკრება:
თურქული შეკრება და მოახლოვებული სეზონისთვის მზადება დაგეგმილად მიმდინარეობს. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ სპორტსმენმა მხოლოდ ვარჯიშზე და ფეხბურთზე იფიქროს. რა თქმა უნდა თავისუფალი დროც გვრჩება, რომელსაც მაქსიმალურად დასვენებისთვის, აღდგენისთვის ვიყენებთ.
შეკრებაზე სამი ამხანაგურ მატჩი უკვე გავმართეთ. პირველი მარცხის შემდგე, ფრე ვითამაშეთ, გუშინ კი პირველი წაგებული ტაიმის შემდეგ მატჩის შემობრუნება მოვახერხეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. გასულ მატჩებში ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა უფრო მეტის სურვილი მაქვს და საკუთარ თავთან მუშაობას კვლავ გავაგრძელებ.
ჩემპიონატი:
დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფორმატის წყალობით უმაღლესი ლიგა კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ კარიერაში მხოლოდ მესამე სეზონს ვატარებ, ყოველთვის მაქსიმუმზე, ჩემპიონობაზე ვფიქრობ.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი მონდომებით სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


