
"ᲑᲣᲜᲘᲝᲓᲙᲝᲠᲘ" 0 – 0 "ᲓᲘᲜᲐᲛᲝ"
ბათუმურმა კლუბმა უზბეკურ „ბუნიოდკორთან“ კიდევ ერთი მატჩი გამართა, ამჯერად შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე, 0 – 0 დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში უზბეკური კლუბი…
ბათუმურმა კლუბმა უზბეკურ „ბუნიოდკორთან“ კიდევ ერთი მატჩი გამართა, ამჯერად შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე, 0 – 0 დასრულდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში უზბეკური კლუბი გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდა, თუმცა ტაიმის მიწურულს აშბას შეეძლო გოლის გატანა - დინამოელთა ნახევარმცველმა ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გააცუდა. შესვენების დროს გაკეთებული ცვლილებების შემდეგ უპირატესობას დინამოელები დაეუფლნენ. მეტოქის კარის აღების კარგი შანსი სუხიაშვილმა გაუშვა ხელიდან.
„დინამო“ მომავალ მატჩს, 26 ივლისს, თურქულ „დენიზლისპორთან“ გამართავს.
დინამო: ალავიძე, ქორიძე, ქათამაძე, მახარაძე, მაკარიანი, ვარშანიძე (შონია 46 წთ.), გოგიტიძე, მუჯირი (თევდორაძე 46 წთ.), აშბა (მგელაძე 80 წთ.), პაჭკორია (სუხიაშვილი 46 წთ.) და ზივძივაძე (კაკალაძე 46 წთ.).

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


