დინამო ბათუმი

ᲪᲜᲝᲑᲔᲑᲘ ᲛᲝᲐᲮᲚᲝᲔᲑᲣᲚ ᲛᲐᲢᲩᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ, ᲓᲘᲜᲐᲛᲝ–ᲝᲛᲝᲜᲘᲐ

  ბილეთების ფასი 4 და 5 ლარი ადგილების შესაბამისად. ფან–ზონა (აღმოსავლეთ ტრიბუნა) – 4 ლარი; დასავლეთ ტრიბუნა (გადახურული) – 5 ლარი: ბილეთების გაყიდვა დაიწყება ორშაბათიდან, 29 ივნისიდან. ბილეთების…

 

ბილეთების ფასი 4 და 5 ლარი ადგილების შესაბამისად. ფან–ზონა (აღმოსავლეთ ტრიბუნა) – 4 ლარი; დასავლეთ ტრიბუნა (გადახურული) – 5 ლარი: ბილეთების გაყიდვა დაიწყება ორშაბათიდან, 29 ივნისიდან. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ქალაქის მაშტაბით პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში, კონკრეტული მისამართები გაცხადდება აჭარის ტელევიზიით და რადიოთი, ჯიხურებზე გაკრული იქნება ბათუმის დინამოს პოსტერები.

მატჩი გაიმართება 2 ივლისს, 20:00

მატჩისწინა პრესკონფერენცია 1 ივლისი 19:45

 სტუმართა გუნდი ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება ქუთაისში 30 ივნისს, დღის მეორე ნახევარში. მატჩისწინა ვარჯიში დახურული იქნება მათი მოთხოვნით. სტუმართა მხრიდან წინასწარი ინფორმაციით მოსალოდნელია არანაკლები ასი ქომაგის ჩამოსვლა მატჩზე დასასწრებად.

კვიპროსიდან მოსულია 12 განაცხადი პრესის წარმომადგენელთა აკრედიტაციისთვის

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი იგეგმება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლით

 

 

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet