
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ 1-1 ᲒᲐᲒᲠᲐ | I ᲢᲣᲠᲘ
დინამო ბათუმმა 2026 წლის სეზონი გაგრასთან საშინაო შეხვედრით გახსნა. 7 მარტს გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში მატჩის მიწურულს გაიხსნა - 86-ე წუთზე დმიტრი…
დინამო ბათუმმა 2026 წლის სეზონი გაგრასთან საშინაო შეხვედრით გახსნა. 7 მარტს გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა.
ანგარიში მატჩის მიწურულს გაიხსნა - 86-ე წუთზე დმიტრი მანდრიჩენკოს წაქცევისთვის დანიშნული 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად ნიკოლოზ კალანდარიშვილმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ კალანდარიშვილს პენალტით გოლის გატანა 73-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა.
მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება ასევე 11 მეტრიანით მოახერხა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გოლი მათე ცინცაძემ გაიტანა.
მიმოხილვა [ვიდეო]
დინამო ბათუმი 1-1 გაგრა
ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე (კ), მილჩენკო, მარა, ლაკვეხელიანი (75' კობახიძე), კოხრეიძე (56' აბუსელიძე), კალანდარიშვილი, გოგმაჩაძე (56' კირკიტაძე), ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე (61' ფუტკარაძე), ხოზრევანიძე (46' მანდრიჩენკო)
სათადარიგო შემადგენლობა: თურმანიძე, ბარამიძე, თავდგირიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაგრა: ვორობეი, პორფირიო, ჩოჩია, ცინცაძე, ბორჟესი (60' ანდრეიჩუკი), მუჯირი (69' სადღობელაშვილი), კეკელიძე, ზოიძე, ფეიქრიშვილი (86' გობეჯიშვილი), ვ. სილვა (69' არსიჩი), კლაუდინეი (86' ადეიეიე)
სათადარიგო შემადგენლობა: ტიმჩენკო, ჭავჭანიძე, კაციაშვილი, ქობალია
მთავარი მწვრთნელი: ჟელკო ლიუბენოვიჩი
მსაჯები: კობა რევაზაშვილი, მიხეილ კუპატაძე, ვახტანგ რუხაია, დავით ფიფია, კოტე გიორგაძე, გურამ მაჩიტიძე
ყვითელი ბარათები: 30' ხოზრევანიძე, 42' ქაფიანიძე, 45+2' ვ. სილვა, 65' ჩიტეიშვილი, 75' მილჩენკო, 86' კლაუდინეი
გოლები: 1-0 კალანდარიშვილი (პენ.) (86'), 1-1 ცინცაძე (პენ.) (90+5')
დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მომდევნო შეხვედრას 12 მარტს სამგურალის წინააღმდეგ, სტუმრად წყალტუბოში გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


