
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-1 ᲛᲔᲨᲐᲮᲢᲔ | XIII ᲢᲣᲠᲘ
16 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 2-1 გაიმარჯვა. შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში სტუმრებმა 34-ე წუთზე…
16 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 2-1 გაიმარჯვა. შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში სტუმრებმა 34-ე წუთზე გახსნეს - ბექა შუბითიძის გადაცემით ირაკლი სიხარულიძემ თავისი გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმში დინამოელებმა თამაში გამოასწორეს და 49-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი კი მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე გავიდა - თორნიკე კირკიტაძის პასით შეცვლაზე შემოსულმა ლევან ხოზრევანიძემ ზუსტი დარტყმით დინამოელებს ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა.
დინამო ბთ 2-1 მეშახტე
ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო, მარა, კოხრეიძე (67' ლაკვეხელიანი), კალანდარიშვილი, წულუკიძე, კობახიძე (კ), ფუტკარაძე, ჯაფარიძე (67' ხოზრევანიძე)
სათადარიგო: თურმანიძე, მანდრიჩენკო, ბისიეშვილი, თედორაძე, აბუსელიძე, ბარამიძე, თავდგირიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მეშახტე: შოვნაძე, პაპუაშვილი (60' ჯიქია), შონია (70' აბულაძე), სიხარულიძე, ღურწკაია, ბურდული (70' გეგია), ქურდაძე, შუბითიძე (40' კვირკვია), გაბისკირია, პიმენტელი, უგრეხელიძე
სათადარიგო: ტყეშელაშვილი, ტერელაძე, მეხტიევი, დგებუაძე, ლიმა
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ბურდული
მსაჯები: ცოტნე სამსონაშვილი, ზურაბ ტაბაღუა, გოჩა ტარუაშვილი, თეონა სტურუა, ირაკლი ხერხაძე, ბექა კუნჭულია
გოლები: 0-1 სიხარულიძე (35), 1-1 წულუკიძე (49), 2-1 ხოზრევანიძე (83)
მომდევნო შეხვედრას დინამო ბათუმი სტუმრად, 21 მაისს, თბილისში სპაერის წინააღმდეგ გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


