
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 3-2 ᲓᲘᲚᲐ | XVII ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გორის დილას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა და შეხვედრის ბედი…
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გორის დილას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა და შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.
მე-9 წუთზე ჩვენი მხრიდან ანგარიში ნიკა კალანდარიშვილმა პენალტით გახსნა, ხოლო მე-11 წუთზე გიორგი კოხრეიძის გადაცემით დმიტრი მანდრიჩენკომ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 36-ე წუთზე ოლატუნჯიმ სხვაობა შეამცირა.
56-ე წუთზე ჩვენი გუნდი მოედანზე კაცნაკლული დარჩა ლაზარე კუპატაძის გაძევების გამო, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და 84-ე წუთზე ანოფიმ წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად რთული ვითარებისა, 87-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
დინამო ბათუმი 3-2 დილა
ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო, მანდრიჩენკო (57' ისმაილოვი), მარა, ლაკვეხელიანი (68' ფუტკარაძე), კოხრეიძე (46' ჯაფარიძე), კალანდარიშვილი, კირკიტაძე (89' აბუსელიძე), კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: ზოიძე, ბისიეშვილი, თედორაძე, ბარამიძე, ხოზრევანიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (50' გოცირიძე), კომპაორე, მენთეშაშვილი (75' ბოანსი), კანტე (89' გოგობერიშვილი), ფარულავა (75' მუსელიანი), არაუჟო, ჯალაღონია, ანოფი, შეყილაძე (46' სანიანგი), ოლატუნჯი
სათადარიგო შემადგენლობა: სანიკიძე, კუაკუ, კობახიძე, ტალი
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოლოღასვილი
მსაჯები: ბაკურ ნინუა, სანდრიკო ელიკაშვილი, ლუკა თოდუა, მანუჩარ კიკორია, აკაკი ფარჯიკია, ბორის ჟვანია
ყვითელი ბარათი: 75' ფარულავა
წითელი ბარათი: 56' კუპატაძე
გოლები: 1-0 კალანდარიშვილი (9' პენალტი), 2-0 მანდრიჩენკო (11'), 2-1 ოლატუნჯი (36'), 2-2 ანოფი (84'), 3-2 კალანდარიშვილი (87' პენალტი)
ეროვნული ლიგის ეგიდით დინამო ბათუმი მორიგ მატჩს, სტუმრად 17 ივნისს ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


