
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ ᲔᲠᲐᲡᲢᲝ ᲛᲘᲥᲐᲕᲐᲡ ᲒᲕᲔᲠᲓᲘᲗᲐᲐ – ᲔᲠᲗᲐᲓ ᲓᲐᲕᲔᲮᲛᲐᲠᲝᲗ ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲡ
ფეხბურთი დიდი ოჯახია, სადაც მოედანს მიღმა ერთმანეთის გვერდში დგომა და მხარდაჭერა ყველაზე მთავარი გამარჯვებაა. მარტვილის მერანის ახალგაზრდა ფეხბურთელს, ერასტო მიქავას, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ურთულეს…
ფეხბურთი დიდი ოჯახია, სადაც მოედანს მიღმა ერთმანეთის გვერდში დგომა და მხარდაჭერა ყველაზე მთავარი გამარჯვებაა.
მარტვილის მერანის ახალგაზრდა ფეხბურთელს, ერასტო მიქავას, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ურთულეს ბრძოლაში ერასტო მარტო არ არის.
სოლიდარობის ნიშნად, დინამო ბათუმის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კლუბმა ფეხბურთელის მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის განკუთვნილ სპეციალურ ანგარიშზე 10 000 ლარი უკვე გადარიცხა. ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია.
ახალგაზრდა სპორტსმენის გამოსაჯანმრთელებლად ახლა თითოეული ჩვენგანის თანადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კლუბი მოუწოდებს ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებსა და სრულიად საფეხბურთო საზოგადოებას, შესაძლებლობის ფარგლებში, შეუერთდნენ ამ კეთილ საქმეს.
დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ საბანკო ანგარიშებზე:
მიმღები: ერასტო მიქავა (სმირნოვი)
საქართველო ბანკი: GE20BG0000000580766513
თიბისი ბანკი: GE41TB7871945064300036
ერასტო, „დინამო ბათუმი“ მალე გამოჯანმრთელებასა და მწვანე მინდორზე დაბრუნებას გისურვებს. ჩვენ შენთან ვართ!

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


