
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ (ᲑᲗ) 1 – 1 ᲡᲐᲛᲢᲠᲔᲓᲘᲐ
7 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე გათამაშების პირველი ტური გაიმართა.ბათუმის „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1 – 1 დასრულდა. ძლიერი…
7 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე გათამაშების პირველი ტური გაიმართა.ბათუმის „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1 – 1 დასრულდა.
ძლიერი სიცხის და მოედნის საფარის გამო შეხვედრის პირველი ნახევარი ნელ ტემპში წარიმართა. მეორე ნახევარი კი გაცილებით უხეში, დაძაბული და საინტერესო სანახავი გამოდგა.
ტაიმის დასაწყისშივე სტუმრებმა გოლი გაიტანეს. მარცხენა ფლანგზე სამტრედიელთა იერიში ლაშა შერგელაშვილმა წამოიწყო და ზივზივაძეს გადააწოდა, რომელიც დინამოელთა მცველებს ადვილად გაუსწორდა და დინამოელთა მეკარეს მარცხენა, დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა - 0:1.
დინამოელებმა წონასწორობა 78-ე წუთზე აღადგინეს - სწრაფი შეტევის დროს ნიკა კვანტალიანმა საჯარიმოს ხაზთან ბურთი თემურ შონიას დაუგდო, რომელმაც ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.
მომავალ შეხვედრას „დინამო“ 14 აგვისტოს, ფოთის „კოლხეთი 1913“ - თან გამართავს.
07.08. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-სამტრედია 1:1
გოლები: 0:1 ზივზივაძე (58), 1:1 თ. შონია (78)
დინამო (ბთ): ტიმოფეევი - ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი - თარხნიშვილი, თ. შონია - გეგეჭკორი (84. ჭკუასელი), ფონიავა ქავთარაძე (58. კვანტალიანი) - ე. ლობჯანიძე (75. თევდორაძე).
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, ვარშანიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე - დათუნაიშვილი, ცნობილაძე, მანჯგალაძე (69. არაბული), შერგელაშვილი - რაჟამაშვილი (89. ჯიქია), ზივზივაძე (83. გამყრელიძე), მარკოზაშვილი.
სათადარიგოები: მეშველიანი, ნინუა, მთივლიშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: დათუნაიშვილი (28), მჭედლიშვილი (79), კვირკველია
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


