
"ᲓᲘᲜᲐᲛᲝ" ᲑᲗ. (ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ) 0 - 3 "ᲖᲐᲠᲘᲐ" (ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐ)
გოლები: 0-1 ლიპარტია (2') 0-2 ზაგორულკო (4') 0-3 ტოტოვიცკი (თერთმეტმეტრიანი 18') დინამო: ტაკიძე, ქორიძე, მიხაილოვიჩი (მგელაძე 46 წთ.), ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი (ტვილდიანი 46 წთ.), ვარშანიძე, გოგიტიძე (შონია 46 წთ.),…
გოლები: 0-1 ლიპარტია (2') 0-2 ზაგორულკო (4') 0-3 ტოტოვიცკი (თერთმეტმეტრიანი 18')
დინამო: ტაკიძე, ქორიძე, მიხაილოვიჩი (მგელაძე 46 წთ.), ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი (ტვილდიანი 46 წთ.), ვარშანიძე, გოგიტიძე (შონია 46 წთ.), დიასამიძე, ქავთარაძე, ფონიავა (ბერიაშვილი 46 წთ.), კომაზეცი.
დღეს, „დინამო“ ბათუმი თურქულ შეკრებაზე პირველად დამარცხდა. საწყის 18 წუთში მიღებული სამი ბურთიდან ერთ-ერთი ქართველი ლეგიონერის, ჯაბა ლიპარტიას ანგარიშზეა.
უკრაინულ გუნდს „დინამო“ გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდა და საწყის ოთხ წუთში ორი უპასუხო გოლი მიიღო. მე - 18 წუთზე კი უკრაინელებმა მესამე ბურთი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანეს. საერთოდაც უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმურმა კლუბმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. თუ კი პირველი ტაიმი უკრაინელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა. დინამოელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მეტოქის კართან - ორჯერ კომაზეცს, დიასამიძეს და ბერიაშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


