
"ᲓᲘᲜᲐᲛᲝ" ᲑᲗ. (ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ) 1 –1 (1-0)"ᲘᲠᲢᲘᲨᲘ" (ᲧᲐᲖᲐᲮᲔᲗᲘ)
„დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა. ბოლო, მეხუთე ამხანაგურ შეხვედრაში ბათუმური კლუბი ყაზახურ „ირტიშს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1 – 1 დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი…
„დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა. ბოლო, მეხუთე ამხანაგურ შეხვედრაში ბათუმური კლუბი ყაზახურ „ირტიშს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1 – 1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სახიფათო მომენტებით დახუნძლული მხოლოდ მეორე ტაიმი გამოდგა, თუმცა გოლის გატანა პირველივე ტაიმში მოახერხეს.
მატჩის 26 - ე წუთზე პავლოდარელთა კარი გიორგი ბერიაშვილმა აიღო. პირველი ნახევარი ბათუმელთა გამარჯვებით 1 - 0 დასრულდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის მეორმოცე წუთზე დინამოელი კაშია შესაცვლელი გახდა - ყაზახი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობდნენ.
შეხვედრის 64-ე წუთზე ირტიშელებმა ანგარიში გაათანაბრეს - მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა დინამოელთა საჯარიმოში ჩაწოდებით და მაკასის თავური დარტყმით დაგვირგვინდა 1 – 1. შეხვედრის ბოლო წუთზე დინამოელებს გამარჯვების მოპოვება მაინც შეეძლოთ - ხელსაყრელი პოზიციიდან ამირან ამუსელიძეს მიზანმა უმტყუნა. მატჩი ფრედ 1 – 1 დასრულდა.
ამრიგად, თურქულ შეკრებაზე „დინამომ“ 5 მატჩში 2 გამარჯვება იზეიმა, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო ერთ მეტოქესთან დამარცხდა. ბურთების შეფარდება 4 – 5 თან.
"დინამო" ბთ. (საქართველო) 1- 1 "ირტიში" (ყაზახეთი)
გოლები: 1 – 0 ბერიაშვილი (26 წთ.) 1 – 1 მაკასი (64 წთ.)
დინამო: მამინაშვილი, ქორიძე, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი (ქათამაძე 71წთ.), შონია, კაშია (ვარშანიძე 40 წთ.), კავთარაძე, ფონიავა (დიასამიძე 46 წთ.), აბუსელიძე, ბერიაშვილი (ტეტუნაშვილი 46 წთ.).

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


