
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ 2-1 ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ | XIX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად დინამო თბილისს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, დინამოელთა დერბი კი…
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად დინამო თბილისს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, დინამოელთა დერბი კი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
მე-7 წუთზე ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს - ნიკა კალანდარიშვილის გადაცემით უერდი მარამ ისარგებლა და დინამო ბათუმი წინ გაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით დასრულდა, თბილისელებმა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. 75-ე წუთზე ნუმან კურდიჩის გადაცემის შემდეგ წონასწორობა შეცვლაზე შემოსულმა მაქსიმ ტეიშეირამ აღადგინა.
გადამწყვეტი გოლი 82-ე წუთზე გავიდა - თბილისელთა მხრიდან თავი ნიკა ნინუამ გამოიჩინა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჩვენი კლუბის ახალწვეულების დებიუტი შედგა - ივან ტურიცოვი და ავაკა ეშეთე თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო.
დინამო თბილისი 2-1 დინამო ბათუმი
თბილისი, დავით პეტრიაშვილი
დინამო თბ: ლორია, კალანდაძე, სანტუსი, ხარაიშვილი (46' ტეიშეირა), ვაწაძე (77' კვარაცხელია), რამუში (56' სირაძე), ქვარცხავა (56' ციკოლია), ნინუა (90+3' კაკაშვილი), ოსეი, იორო, კურდიჩი
სათადარიგო შემადგენლობა: მაქაცარია, დონკორი, მონტეირუ, ონომა
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
დინამო ბთ: კუპატაძე, ქაფიანიძე, მილჩენკო, მანდრიჩენკო (56' ხოზრევანიძე), მარა (71' კოხრეიძე), ლაკვეხელიანი (56' ტურიცოვი), კალანდარიშვილი (82' აბუსელიძე), კირკიტაძე, კობახიძე (კ), ჩიტეიშვილი, ჯაფარიძე (56' ეშეთე)
სათადარიგო შემადგენლობა: ისმაილოვი, გეთიაშვილი, ბისიეშვილი, ბარამიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მსაჯები: ჯენერი ხორავა, ირაკლი კაკაბაძე, გოჩა ტარუაშვილი, დიმიტრი ლაგვილავა, გოგა კიკაჩეიშვილი, ირაკლი კვირიკაშვილი
ყვითელი ბარათი: 45+3' ქაფიანიძე, 88' ჩიტეიშვილი, 90+3' კობახიძე
გოლები: 0-1 მარა (7'), 1-1 ტეიშეირა (75'), 2-1 ნინუა (82')
ამ მატჩით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და სეზონი აგვისტოს პირველ კვირაში განახლდება.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


