
ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲛ 2026 ᲬᲚᲘᲡ ᲡᲔᲖᲝᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ
15 იანვარს, ბათუმის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 2026 წლის პირველ ვარჯიშს ლეონიძის ქუჩაზე არსებულმა საფეხბურთო ცენტრმა უმასპინძლა. გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში დღევანდელ ვარჯიშზე 27 ფეხბურთელი…
15 იანვარს, ბათუმის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 2026 წლის პირველ ვარჯიშს ლეონიძის ქუჩაზე არსებულმა საფეხბურთო ცენტრმა უმასპინძლა. გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში დღევანდელ ვარჯიშზე 27 ფეხბურთელი გახლდათ.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, საბა ისმაილოვი, მათე თურმანიძე
მცველი: მამუკა კობახიძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ცხომელიძე, ზურაბ თედორაძე, ნიკოლოზ ბალაძე, რეზი ჩიტიშვილი, ბათუ მახარაძე, გიორგი გოგმაჩაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი
ნახევარმცველები: არტემ მილჩენკო, გიორგი ფუტკარაძე, გურამ ჯაფარიძე, გიორგი კოხრეიძე, მირო ზოიძე, გიორგი სურმანიძე, ლუკა წულუკიძე, დაჩი აბუსელიძე, ბექა ბარამიძე, ნიკა დუმბაძე, გოგა გოგრაჭაძე
თავდამსხმელები: დმიტრი მანდრიჩენკო, ზურაბ თავდგირიძე, ლევან ხოზრევანიძე
სავარჯიშო პროცესში არ მონაწილეობდა თორნიკე კირკიტაძე, რომელიც გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.
21 იანვრამდე დინამო მზადებას ბათუმში გააგრძელებს, შემდგომ კი გუნდი 1 თვიან საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. ანტალიური შეკრების შესახებ უფრო მეტი დეტალი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


