
ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲛ ᲒᲝᲠᲘᲡ "ᲓᲘᲚᲐᲡ" ᲛᲝᲣᲒᲝ
16 მარტს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "დილას". მატჩი ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, აქედან გამომიდინარე თამაშის ხარისხი სანახაობრივი არ გამოდგა. პირველ ტაიმში…
16 მარტს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "დილას".
მატჩი ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, აქედან გამომიდინარე თამაშის ხარისხი სანახაობრივი არ გამოდგა. პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი გორის დილას ფეხბურთელებმა შექმნეს, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო დინამოს კარის დარაჯი მიხეილ ალავიძე, რომელიც გამორჩეულ სეზონს ატარებს, ამ შემთხვევაშიც მისი კარგი თამაშის წყალობით გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში კი მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა, ბათუმელთა პრესინგის შედეგად ნიკოლოზ საბანაძემ მცველებს შეცდომა დააშვებინა და მეკარესთან პირისპირ გასულს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. დარჩენილ დროში "დილამ" ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა და ბათუმელებმა სეზონში, ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს.
ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დილა 1:0
გოლი: ნიკოლოზ საბანაძე (47)
გაძევება: ნონიკაშვილი (90+3)
დინამო (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი, რატი ცაცკრიალაშვილი (ვალერიან თევდორაძე 78), გიულიმანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 59), გაბრიელ რამოსი (გიორგი ილურიძე 86), ნიკოლოზ საბანაძე
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ამოს ნონდი (ლევან ნონიკაშვილი 61), ლუკა რაზმაძე (კ), გიორგი კუცია (ისიფუ ლემპტი 80), ფელიპე პაიმი (ალვინ ფორტესი 69), ნუგზარ სპანდერაშვილი, ჯეიკობ ნჯოკუ
მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


