
ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲡ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲐᲙᲐᲓᲔᲛᲘᲐᲨᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲜᲔᲠᲒᲕᲐ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ
მაისიდან, დინამო ბათუმის აკადემიაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და პრაქტიკული სიახლეა - კლუბმა თანამედროვე სამეცნიერო საფეხბურთო კვლევების გაცნობისა და დანერგვის ახალი პროექტი აამოქმედა. ინიციატივის ფარგლებში, კვირაში…
მაისიდან, დინამო ბათუმის აკადემიაში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და პრაქტიკული სიახლეა - კლუბმა თანამედროვე სამეცნიერო საფეხბურთო კვლევების გაცნობისა და დანერგვის ახალი პროექტი აამოქმედა.
ინიციატივის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, აკადემიის მწვრთნელები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე სპეციალურ პრეზენტაციებს წარადგენენ. თითოეული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ იმართება პროფესიული დისკუსია და თემის სიღრმისეული ანალიზი. პროცესის მთავარი მიზანია, რომ განხილვის შედეგად მიღებული და შეჯამებული საბოლოო ცოდნა პირდაპირ იქნას გადატანილი პრაქტიკაში და აისახოს ყოველდღიურ სავარჯიშო პროცესზე.
ეს პროექტი უზრუნველყოფს:
- კლუბის შიგნით თანამედროვე, მეცნიერულად დასაბუთებული ცოდნის მუდმივ შემოდინებას.
- მწვრთნელთა კვალიფიკაციისა და ანალიტიკური უნარების ამაღლებას.
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვასა და სავარჯიშო პროცესის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
პროექტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე კომენტარი დინამო ბათუმის ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა, ზურაბ ორაგველიძემ გააკეთა:
"თანამედროვე ფეხბურთი წარმოუდგენელია მეცნიერული მიდგომებისა და უახლესი კვლევების მუდმივი მონიტორინგის გარეშე. ეს პროექტი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან საშუალებას გვაძლევს, გლობალურად არსებული უახლესი საფეხბურთო ცოდნა არა მხოლოდ გავიზიაროთ თეორიულად, არამედ უშუალოდ დავნერგოთ ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაში. მწვრთნელების აქტიური ჩართულობა და დისკუსიები გვეხმარება, რომ მოედანზე საუკეთესო პრაქტიკა გადავიტანოთ და ჩვენი აკადემიის სავარჯიშო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ."

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


