
„ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲡ“ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲢᲣᲜᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲒᲝᲚᲘ
დინამო 1 – 0 კოლხეთი 1913 გოლი: ტეტუნაშვილი 32 წთ. დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე , სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე (გოგიტიძე 46 წთ.), ჩირიკაშვილი, კაკალაძე(თევდორაძე 69 წთ.), ბერიაშვილი (დიასამიძე 46…
დინამო 1 – 0 კოლხეთი 1913
გოლი: ტეტუნაშვილი 32 წთ.
დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე , სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე (გოგიტიძე 46 წთ.), ჩირიკაშვილი, კაკალაძე(თევდორაძე 69 წთ.), ბერიაშვილი (დიასამიძე 46 წთ.), ტატანაშვილი
რუსთავში განცდილი მარცხის შემდეგ დინამოელებს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მართებდათ - ბათუმელებმა მისია წარმატებით შეასრულეს და ფოთის „კოლხეთი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
შეხვედრა ბათუმელთა შეტევებით დაიწყო - დინამოელები ტერიტორიულ უპირატებსობას მალე დაეუფლნენ და მეტოქის კარებთან არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლი მხოლოდ 32 წუთზე გავიდა. მარჯვენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმა, ჩირიკაშვილმა კაკალაძესთან გაითამაშა, ამ უკანასკნელმა ერთი მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოში ჩააწოდა, ტეტუნაშვილმა კი თავით ყველას დაასწრო 1 – 0. ბადრი ტეტუნაშვილისთვის ფოთელთა კარში გატანილი ბურთი უმაღლეს ლიგაში პირველი ხოლო დინამოელთათვის მოგების მომტანი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმი ფოთელთა აქტიურობით დაიწყო - თუმცა მატჩი ისე დასრულდა „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა „დინამოს“ კარებთან მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს, ბათუმელებმა კი ანგარიშის ორამდე გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვეს.
ცალკე უნდა აღინიშნოს არბიტრთა მიკერძოებული მსაჯობაც, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში, მხოლოდ „დინამოს“ უშლიდნენ ხელს.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


