
ᲯᲐᲤᲐᲠᲘᲫᲔᲛ ᲓᲐ ᲤᲣᲢᲙᲐᲠᲐᲫᲔᲛ 2028-ᲘᲡ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲒᲐᲐᲮᲐᲜᲒᲠᲫᲚᲘᲕᲔᲡ
დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილ ორ ნიჭიერ ფეხბურთელთან - გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები ოფიციალურად გახანგრძლივდა. შეთანხმების თანახმად, ახალგაზრდა…
დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილ ორ ნიჭიერ ფეხბურთელთან - გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები ოფიციალურად გახანგრძლივდა. შეთანხმების თანახმად, ახალგაზრდა მოთამაშეები კლუბის ღირსებას 2028 წლის ბოლომდე დაიცავენ.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონია აჭარაბეთ არენაზე გაიმართა. ღონისძიებას კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ფეხბურთელების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რაც ჩვენი კლუბის ტრადიციებისა და დიდი საფეხბურთო ოჯახის ერთიანობის კიდევ ერთი დასტურია.
დინამოს პირველ გუნდში გურამ ჯაფარიძის დებიუტი 2024 წლის 5 ოქტომბერს, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ შედგა. იქიდან მოყოლებული, მან საკუთარი შრომისმოყვარეობით მალევე დაიმკვიდრა ადგილი მთავარ გუნდში და ლურჯ-თეთრი ფორმა ჯამში 54-ჯერ მოირგო. ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე სამი გატანილი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება გიორგი ფუტკარაძეს, მან ბათუმელთა ფორმით პირველად თბილისის დინამოს წინააღმდეგ, 2023 წლის 28 ნოემბერს ითამაშა. მას შემდეგ გიორგიმ 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
დინამო ბათუმისთვის საკუთარი აკადემიის აღზრდილების დაწინაურება, მათი ნდობა და განვითარება კლუბის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
ვულოცავთ გურამსა და გიორგის კარიერაში ამ მნიშვნელოვან ეტაპს და მშობლიურ კლუბთან ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებასა და ტიტულის მოპოვებას ვუსურვებთ!

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


