
"ᲓᲜᲘᲞᲠᲝ" ᲩᲔᲠᲙᲐᲡᲘ (ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲐ) 1 - 1 "ᲓᲘᲜᲐᲛᲝ" ᲑᲐᲗᲣᲛᲘ (ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ)
თურქულ შეკრებაზე "დინამო" ბათუმმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ბათუმელები უკრაინულ ჩერკასის "დნიპროს" დაუზავდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანის შანსი ჯოვინიომ,…
თურქულ შეკრებაზე "დინამო" ბათუმმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ბათუმელები უკრაინულ ჩერკასის "დნიპროს" დაუზავდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანის შანსი ჯოვინიომ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გორელიშვილმა, ქავთარაძემ და ფონიავამ (ძელი) ვერ გამოიყენეს. ტაიმის მიწურულს კი ფონიავაზე უხეშობისთვის მატჩის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა - თორნიკე თარხნიშვილი 1 : 0.
საერთოდაც უნდა ითქვას, რომ უკრაინელები ძალიან უხეშობდნენ. შეხვედრის 83 წუთზე კი მთავარ მსაჯს უკრაინელი ფეხბურთელის გაძევება მოუხდა, თუმცა წინასწარი შეთანხმების თანახმად, გუნდებმა შეხვედრა სრული შემადგენლობებით დაასრულეს.
მატჩის მეორე ნახევარი უკრიანელთა უპირატესობით წარიმართა და 62 წუთზე გატანილი გოლით დასრულდა.
მომდევნო შეხვედრას დინამოელები 15 თებერვალს, ყაზახურ აკჟაიკთან გამართავს.
"დნიპრო" ჩერკასი (უკრაინა) 1 - 1 "დინამო" ბათუმი (საქართველო)
გოლი: 0 - 1 თარხნიშვილი (თერთმეტმეტრიანი 45') 1 - 1 კოვპაკი 62'
დინამო ბთ. : ტიმოფეევი, ტვილდიანი (ფარტენაძე 65'), კვირკველია, გოგიტიძე (მგელაძე 55'), სუხიაშვილი (ქორიძე 72'), თარხნიშვილი (ვარშანიძე 65'), შონია (ქუთელია 85'), ფონიავა(კვანტალიანი 46'), ქავთარაძე (ჭკუასელი 65'), ჯოვინიო (კეკუა 72'), გორელიშვილი (თევდორაძე 65')

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


