
ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲜᲐᲕᲐᲚᲝᲕᲡᲙᲘ ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲔᲚᲘᲐ
გიორგი ნავალოვსკი ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა. გუნდმა ახალი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ ანგისას ბაზაზე წარადგინა. ნავალოვსკიმ ბათუმურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისამდე გააფორმა, თუმცა საქართველოს ნაკლების…
გიორგი ნავალოვსკი ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა. გუნდმა ახალი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ ანგისას ბაზაზე წარადგინა.
ნავალოვსკიმ ბათუმურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისამდე გააფორმა, თუმცა საქართველოს ნაკლების ფეხბურთელი დიდი ალბათობით კლუბში ივნისის შემდეგაც დარჩება. ახალწვეული ბათუმის "დინამოში" 29 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 32 წლის გიორგი ნავალოვსკი ბოლოს მინსკის დინამოში ირიცხებოდა, თუმცა ბელარუსული გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. იქამდე, ხაბაროვსკის სკა-ს, ბაქოს ნეფჩის და სხვა არაერთი ქართული თუ უცხოური გუნდის რიგებში ასპარეზობდა. ნავალოვსკი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


