
ᲘᲧᲝ ᲢᲠᲐᲓᲘᲪᲘᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲙᲐᲞᲘᲢᲐᲜᲘ ᲝᲠᲛᲐᲒᲐᲓ ᲡᲐᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝ ᲛᲘᲡᲘᲐᲐ - ᲗᲔᲘᲛᲣᲠᲐᲖ ᲨᲝᲜᲘᲐ
იყო ტრადიციული და ისტორიული გუნდის კაპიტანი ორმაგად საპასუხისმგებლო მისიაა - თეიმურაზ შონია. თეიმურაზ შონია „დინამო“ ბათუმის ახალი კაპიტანია. თურქული შეკრება, ჩემპიონატის მეორე წრე, მიზნები და ფეხბურთის…
იყო ტრადიციული და ისტორიული გუნდის კაპიტანი ორმაგად საპასუხისმგებლო მისიაა - თეიმურაზ შონია.
თეიმურაზ შონია „დინამო“ ბათუმის ახალი კაპიტანია. თურქული შეკრება, ჩემპიონატის მეორე წრე, მიზნები და ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა - რას ფიქრობს ბათუმელთა ახალი კაპიტანი?
- თურქული შეკრება ნაყოფიერი გამოდგა. ვარჯიშზე, ყურადღება როგორც ფიზიკურ, ასევე ტექნიკურ და ტაქტიკურ მომზადებას ეთმობოდა და რაც მთავარია, სპარინგებისთვის მეტოქეები კარგად იყვნენ შერჩეული.
მიუხედავად იმისა, რომ შეკრებაზე სხვადასხვა ტაქტიკური სქემებით და შემადგენლობებით თამაში გვიწევდა - მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. ამაღლებულ განწყობაზე ჩატარებული შეკრება მომავალი წარმატების წინაპირობაა.
- მეორე წრიდან „დინამოს“ კაპიტნის სამკალურს უკვე ოფიციალურ მატჩებიშიც მოირგებ ... რას ნიშნავს შენთვის იყო „დინამო“ ბათუმის კაპიტანი?
- პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ბორის მახარაძის, ჩვენი კაპიტნის, წასვლით დიდი ძალა დაგვაკლდა. ბორისს წარმატებები მინდა ვუსურვო. რაც შეეხება ჩემს კაპიტნად არჩევას - არ დაგიმალავთ და „დინამოს“ კაპიტნობა სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. გუნდის თითოეულ წევრს და გულშემატკივარს მადლობა მინდა გადავუხადო. იყო ტრადიციული და ისტორიული გუნდის კაპიტანი ორმაგად საპასუხისმგებლო მისიაა. მადლობა მათ ნდობისთვის.
- 26 ქულით „დინამო“ მეშვიდე პოზიციაზეა. რამდენად რეალურია საპრიზო სამეულისთვის და ევროსაგზურისთვის ბრძოლა?
- არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ურთულესი და საინტერესო მეორე წრე გველის. სამწუხაროდ თასის გათამაშებას საწყის ეტაპზევე გამოვეთიშეთ, შესაბამისად ევროტურნირებზე მოხვედრის ერთადერთი გარანტირებული გზა საპრიზო სამეულია.
დარწმუნებული ვარ, რომ არა პირველი წრის „ტრავმული ეპიდემია“ დღეს სამეულისთვის „შეტევა“ მეშვიდე პოზიციიდან არ მოგვიწევდა და შედეგიც უკეთესი გვექნებოდა. თუმცა ხშირად ყველაფერი ისე არ მიდის როგორც ვგეგმავთ და გვინდა. ახლა პრაქტიკულად ყველა გამოვჯანმრთელდით და სამი ახალი ფეხბურთელიც დავიმატეთ, მოკლედ, მეორე წრიდან „დინამო“ კვლავინდებურად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
– 18 თებერვალს, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია იგეგმება. დღეს უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ყველა გუნდს ერთიანი ფონდით დაეხმარება..
- მხოლოდ მივესალმები ამ პროგრამის ამოქმედებას თუ კი ეს პროგრამა კლუბებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაიხარჯება და მას სახელმწიფო გააკონტროლებს, თუმცა არსებული დაფინასნების შეზღუდვა ან შემცირება არასწორად მიმაჩნია.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


