კობა ჟორჟიკაშვილი ბათუმის “დინამოს” მწვრთნელი აღარაა

ᲙᲝᲑᲐ ᲟᲝᲠᲟᲘᲙᲐᲨᲕᲘᲚᲘ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ “ᲓᲘᲜᲐᲛᲝᲡ” ᲛᲬᲕᲠᲗᲜᲔᲚᲘ ᲐᲦᲐᲠᲐᲐ

კობა ჟორჟიკაშვილსა და ბათუმის “დინამოს” შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ბათუმელებმა პირველ ლიგაში წარმატებით ვერ განაახლეს სეზონი, ზედიზედ ორი მარცხი განიცადეს –…

კობა ჟორჟიკაშვილსა და ბათუმის “დინამოს” შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ბათუმელებმა პირველ ლიგაში წარმატებით ვერ განაახლეს სეზონი, ზედიზედ ორი მარცხი განიცადეს – “სასკოსთან” 0:1, “სამტრედიასთან” 0:2 და თავიანთ ზონაში მესამე ადგილზე არიან: “სამტრედიასა” და “მაჭახელას” ჩამორჩებიან. ჟორჟიკაშვილმა გასულ ზაფხულს, სეზონის წინ ჩაიბარა ბათუმის “დინამო”.


ვინ შეცვლის გამოცდილ მწვრთნელს? როგორც შევიტყვეთ, მწვრთნელ-კონსულტანტი შოთა ჭეიშვილი იქნება, ხოლო მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლევან ხომერიკი შეასრულებს. ჭეიშვილი თავის დროზე მუშაობდა ბათუმის “დინამოში”, ხომერიკი კი საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა და იყო პერიოდი, გუნდის მთავარმეგოლე გახლდათ.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet