
ᲛᲐᲠᲪᲮᲘᲐᲜᲘ ᲓᲐᲡᲐᲬᲧᲘᲡᲘ
ეროვნული ლიგა 2-ის სტარტი მარცხიანი გამოდგა ბათუმის დინამოსთვის. თელავში ადგილობრივ კლუბთან ჩემპიონატის გახსნის მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ მინიმალური ანგარიშით - 1:0. ბათუმელებს ჰქონდათ ტერიტორიული და ბურთის…
ეროვნული ლიგა 2-ის სტარტი მარცხიანი გამოდგა ბათუმის დინამოსთვის. თელავში ადგილობრივ კლუბთან ჩემპიონატის გახსნის მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ მინიმალური ანგარიშით - 1:0. ბათუმელებს ჰქონდათ ტერიტორიული და ბურთის ფლობის უპირატესობა , თუმცა თელაველები კარგად იცავდნენ თავს და მწვავე კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ, გამოირჩეოდა გიორგი ხარებაშვილი, რომელმაც გაცუდებული ორი მომენტის მიუხედავად მაინც შესძლო გამარჯვების გოლის გატანა. გაშვებული გოლის შემდეგ აბუსელიძეს ჰქონდა 100%-იანი შანსი, მაგრამ პირისპირ დარჩენილმა მეკარეს ვერ აჯობა, ბოლო წუთზე კი ქავთარაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ორიოდე მეტრიდან ვერ მოხერხდა ბურთის კარში გადაგზავნა.
გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი
თელავი-დინამო (ბთ) 1:0
გოლები: 1:0 გიორგი ხარებაშვილი (51)
გაფრთხილება: გალახვარიძე (თელავი)
თელავი. 5-4-1: ლუკა სანიკიძე, ანტონ თოლორდავა (კ), ფირუზ მარაქველიძე, ილია ბერიაშვილი, აკაკი წყაროზია
(ნიკოლოზ ნოზაძე 63), ლაშა კუკუჯანაშვილი, გივი იოსელიანი, მირიან ჯიქია, ვასილ გოგოლიძე (ირაკლი რუხაძე 70), გიორგი ხარებაშვილი (ნიკოლოზ გალახვარიძე 90), გიორგი ნიქაბაძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
დინამო (ბთ). 4-4-2: რომან ტაკიძე, მირზა ფარტენაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ქავთარაძე, ვალერიან თევდორაძე (კ) (გიორგი ჭანკოტაძე 67), ლევან შარიქაძე, გიორგი ჯანელიძე (ამირან აბუსელიძე 57), გიორგი ილურიძე, ლაშა ჩალაძე, ზაზა ჭელიძე, ჯოვინო ფლამარიონი (ვახტანგ კვარაცხელია 73)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


