
ᲛᲐᲢᲩᲘᲡ ᲬᲘᲜ: ᲓᲘᲜᲐᲛᲝ - ᲢᲝᲠᲞᲔᲓᲝ
დინამო ( ბთ )- ტორპედო დისკვალიფიკაცია : დათა სიჭინავა ( ტორპედო ) ურთიერთშეხვედრები : 47: +13 =8 -26, 53:79 IV ტურის , უდავოდ , ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი ქობულეთში უნდა გაიმართოს…
დინამო (ბთ)-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: დათასიჭინავა (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები:
47: +13 =8 -26, 53:79
IV ტურის, უდავოდ, ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი ქობულეთში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან.
ორივე გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს, აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელებზე: გამოცდილი შოთა ჭეიშვილი ("დინამო") და მისი კოლეგა გიორგი დარასელია ("ტორპედო") ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეულ სპეციალისტებად მიიჩნევიან.
"დინამომ" ისეთი სტარტი აიღო, როგორც ერთ-ერთ ფავორიტს ეკადრება. აი, "ტორპედოსგან" კი, ბევრი, ალბათ, უფრო მეტს ელოდა, თუმცა, ჯერ ხომ სეზონი წესიერად არც "გახურებულა".
ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩიც უნდა ვახსენოთ: წინა სეზონის მეორე წრეში, როცა ბათუმის "დინამოს" მშვენიერი სერია (ზედიზედ 6 მოგება) ჰქონდა, ეს სერია "ტორპედოსთან" საშინაო მატჩში შეწყდა.
გაზეთი "ლელო"

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


