
ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲐᲓ | ᲐᲕᲐᲙᲐ ᲔᲨᲔᲗᲔ 2028
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ისრაელელი საყრდენი ნახევარმცველი, ავაკა ეშეთე, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება სამშობლოში გაიარა, რის შემდეგაც დინამოსთან…
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ისრაელელი საყრდენი ნახევარმცველი, ავაკა ეშეთე, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება სამშობლოში გაიარა, რის შემდეგაც დინამოსთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„ბედნიერი ვარ დინამოში გადმოსვლით, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. პირველად ვითამაშებ ისრაელის საზღვრებს გარეთ და ვფიქრობ, წინ საინტერესო თავგადასავალი გველის.“ - ავაკა ეშეთე.
რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას: იგი იერუსალიმის ჰაპოელის აღზრდილია და მთელი პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა. მას შემდეგ ავაკამ ჰაპოელის მაისურით 229 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ და ისრაელის ჩემპიონატში არაერთი გამორჩეული მატჩი აქვს ჩატარებული.
ავაკა ეშეთე უკვე შეუერთდა გუნდს და დღეს დინამოსთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. 22 ივნისს კი, როდესაც საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც მას ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება მიეცემა.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


