
ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ | ᲚᲣᲙᲐ ᲮᲐᲠᲐᲢᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲙᲐᲠᲘᲔᲠᲐᲡ ᲩᲔᲮᲔᲗᲨᲘ ᲒᲐᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲡ
დინამო ბათუმსა და პარდუბიცეს შორის ლუკა ხარატიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება შედგა - ჩეხურმა კლუბმა ქართველი მეკარე ოფიციალურად გამოისყიდა. ლუკა ხარატიშვილი ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ის დინამოს…
დინამო ბათუმსა და პარდუბიცეს შორის ლუკა ხარატიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება შედგა - ჩეხურმა კლუბმა ქართველი მეკარე ოფიციალურად გამოისყიდა.
ლუკა ხარატიშვილი ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ის დინამოს ბათუმის პირველ გუნდში 2020 წლიდან ირიცხებოდა, მისი ოფიციალური დებიუტი კი 2023 წელს შედგა. ამ პერიოდის განმავლობაში, ლუკამ ჩვენი გუნდის მაისურით 36 მატჩი ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების რიგებში, ლუკა სწორედ დინამო ბათუმს წარმოადგენდა.
კლუბის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით ლუკას ჩვენთან გატარებული წლებისა და გაწეული შრომისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ მას მომავალ საფეხბურთო კარიერაში!

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


