
ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲛᲐᲠᲪᲮᲘ : ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲗ. 0 – 1 ᲙᲝᲚᲮᲔᲗᲘ 1913
მიმდინარე ჩემპიონატის მეცხრე ტურში ბათუმის „დინამო“ პირველად, შინ ფოთის „კოლხეთი 1913“ - თან დამარცხდა. მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მოლოდინისამებრ საკმაოდ დაძაბული…
მიმდინარე ჩემპიონატის მეცხრე ტურში ბათუმის „დინამო“ პირველად, შინ ფოთის „კოლხეთი 1913“ - თან დამარცხდა.
მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და მოლოდინისამებრ საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ფოთელთა გამარჯვების ბურთი 53-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა, ვლადიმირ კორობკამ გაიტანა. ამ გამარჯვებით „კოლხეთი 913“ 15 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა „დინამო” კი, 13 ქულით მესამეზე დაქვეითდა.
ქობულეთი, „ჩელე არენა“
დინამო ბთ - კოლხეთი 1913 0:1
გოლი: 0:1 კორობკა (53)
დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია (76’ გორელიშვილი), მგელაძე, სუხიაშვილი, გეგეჭკორი (46’ ფონიავა), ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე, კვანტალიანი, მარიანოვიჩი (61’ ლობჟანიძე)
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
კოლხეთი 1913: თებიძე, რამალდანოვი, კილასონია, ქებურია, ბოლქვაძე, გოგონაია, ოზარკივი, კერძევაძე, ჟიშკარიანი (71’ კაკულია), ჯღამაია (90’ ლუკავა), კორობკა (82’ ჩაკვეტაძე)
მთ. მწვრთნელი: გელა სანაია
მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ი. უკლება, გ. ელიკაშვილი, ბ. გლუშჩუკი
გაფრთხილება: 45’ თარხნიშვილი, 57’ ქავთარაძე (ორივე დინამო ბთ), 61’ ოზარკივი (კოლხეთი 1913), 72’ კვირკველია, 80’ ტვილდიანი (ორივე დინამო ბთ)

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


