
„ᲡᲐᲛᲘ ᲥᲣᲚᲐ ᲓᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲣᲚᲐᲓ ᲛᲝᲕᲘᲞᲝᲕᲔᲗ“
ფოთის „კოლხეთთან“ გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ბადრი ტეტუნაშვილია. უმაღლეს ლიგაში გატანილი პირველი ბურთი და გუნდის პირველი სამი ქულა - დინამოელი მცველის მატჩისშემდგომი კომენტარი - პირველი წაგებული მატჩის…
ფოთის „კოლხეთთან“ გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ბადრი ტეტუნაშვილია. უმაღლეს ლიგაში გატანილი პირველი ბურთი და გუნდის პირველი სამი ქულა - დინამოელი მცველის მატჩისშემდგომი კომენტარი
- პირველი წაგებული მატჩის შემდეგ ფოთის „კოლხეთთან“ აუცილებლად უნდა მოგვეგო, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. მადლობა ბიჭებს, ყველა ბოლომდე დაიხარჯა და სამი ქულაც დამსახურებულად მოვიპოვეთ.
- რაც შეეხება შენ მიერ გამარჯვების მომტან გოლს ...
- ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ასეთი მნიშვნელობის გოლს გაიტან და რაც მთავარია - გამარჯვების მომტანს.
- მომდევნო შეხვედრას საქართველოს თასის გათამაშებაში „ჭიათურასთან“ გამართავთ.
- შემიძლია გითხრათ, რომ ჭიათურის გუნდს კარგად ვიცნობთ. პირველ ლიგაში ჭიათურის გუნდი ჩვენს ზონაში მოხვდა და ორივე მატჩში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ვერ გეტყვით თუ რა მდგომარეობაში ხვდება ჭიათურა საქართველოს თასის გათამაშებას და პირველი ლიგის სტარტს, თუმცა პირველი მატჩი ჩვენს მოედანზე იმართება და ფავორიტებიც ჩვენ ვართ.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


