საქართველოს თასი 2026 - დინამო მეთქვსმეტედფინალიდან დაიწყებს

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 - ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲛᲔᲗᲥᲕᲡᲛᲔᲢᲔᲓᲤᲘᲜᲐᲚᲘᲓᲐᲜ ᲓᲐᲘᲬᲧᲔᲑᲡ

დინამო ბათუმი 2026 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. 4 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული წილისყრის შედეგად, ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეთა…

დინამო ბათუმი 2026 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. 4 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული წილისყრის შედეგად, ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.

თასის გათამაშების ფინალური ეტაპი 25 ივლისიდან აიღებს სტარტს. 1/16-ფინალში ბათუმელებს სამი სავარაუდო მეტოქე ჰყავთ — რუსთავი 2, ბორჯომი ან ორბი.

საკვალიფიკაციო ეტაპის პრინციპი ასეთია: პირველ ეტაპზე ს.კ. რუსთავის მეორე გუნდი საკუთარ მოედანზე ბორჯომს უმასპინძლებს, მათ შორის გამარჯვებული კი მეორე ეტაპზე „ორბს“ დაუპირისპირდება. სწორედ ამ სამეულში საუკეთესო გუნდი გახდება დინამო ბათუმის მეტოქე 1/16-ფინალში. ჩვენი გუნდი აღნიშნულ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. 

2026 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების სრულ ბადეს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet