
ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲐ ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲨᲘ
6 თებერვალს სამწვრთნელო შეკრების ფრაგლებში დინამო ბათუმი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ორ კვირიანი შეკრების ფარგლებში 5 საკონტროლო შეხვედრა გამართა. ბათუმელები ანტალიის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ბელეკში მდებარე IC SANTAI…
6 თებერვალს სამწვრთნელო შეკრების ფრაგლებში დინამო ბათუმი თურქეთში გაემგზავრა, სადაც ორ კვირიანი შეკრების ფარგლებში 5 საკონტროლო შეხვედრა გამართა. ბათუმელები ანტალიის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ბელეკში მდებარე IC SANTAI HOTEL -ში დაბინავდნენ. პირველი ამხანაგური მატჩი 9 თებერვალს გია გეგუჩაძის გუნდმა უკრაინულ ს.კ. ლვოვთან ჩაატარა, შეხვედრა უკრაინული გუნდის გამრჯვებით 1:2 დასრულდა. ბათუმელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის გატანა თორნიკე გაფრინდაშვილმა შეძლო. შემდეგი ორი მატჩი ბათუმელებმა ასევე უკრაინულ გუნდებთან, დესნასთან და მარიუპოლთან, შესაბამისად 12 და 13 თებერვალს გამართეს. "დესნასთან" "დინამო" ორბურთიანი სხვაობით 0:2 დამარცხდა. მარიუპოლთან შეხვედრა კი მინიმალური სხვაობით 0-1 დათმო.
16 თებერვალს ბათუმური გუნდის მეტოქე, პოლონეთის პირველ ლიგაში მოთამაშე "ბიტოვია" გახლდათ, ეს მატჩი დინამოს გამარჯვებით 2:1 დასრულდა, გაბრიელ რამოსის და მათე კვირკვიას გოლებით შავიზღვისპირელებმა შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ბოლო საკონტროლო მატჩი გია გეგუჩაძის გუნდმა თურქეთში რუსულ "ენისეისთან" 20 თებერვალს გამართა, ამ შეხვედრაში უგოლო ფრე 0:0 დაფიქსირდა, თუმცა ბათუმელები რამდენჯერმე გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ და მეტოქის კართან უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს, ამაზე მატჩის სტატისტიკაც მეტყველებს. საბოლოო ჯამში დინამო ბათუმმა თურქულ შეკრებაზე გამართული 5 მატჩიდან სამი დათმო, ერთში იმარჯვა და ერთიც ფრედ დაასრულა. გუნდი სამშობლოში 21 თებერვალს დაბრუნდა.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


