
ᲣᲑᲔᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲣᲛᲣ
უცქერ ამ კაცის თამაშს და გულგრილი ვერ რჩები მისი პროფესიონალიზმითა თუ ასაკთან "შეუფერებელი" მოტივაციით! ამირან მუჯირზე მოგახსენებთ, ბათუმის "დინამოსა" და, საერთოდ, ამ სეზონის ყველაზე ასაკოვან მოთამაშეზე, 40 წლის ასაკში…
უცქერ ამ კაცის თამაშს და გულგრილი ვერ რჩები მისი პროფესიონალიზმითა თუ ასაკთან "შეუფერებელი" მოტივაციით! ამირან მუჯირზე მოგახსენებთ, ბათუმის "დინამოსა" და, საერთოდ, ამ სეზონის ყველაზე ასაკოვან მოთამაშეზე, 40 წლის ასაკში კვლავაც რომ ჩინებულად გამოიყურება.
გოლი და საგოლე პასი - ასეთია თავისი გუნდის ძირითადში დაბრუნებული "მუმუს" მონაგარი გასულ ტურში და ეჭვი არ გვეპარება, რომ მსგავს მაჩვენებელზე კვლავაც არაერთხელ მოგვიწევს ყურადღების გამახვილება.
ისე, ამ სეზონში თითქმის ყველა გუნდის ძირითადში შეხვდებით ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ჯერაც დაბადებულნიც არ იყვნენ, "მუმუ" რომ უკვე ბათუმის "დინამოს" ძირითადის შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ.
ჰო, ბევრმა შესაძლოა, არც დაიჯეროს, მაგრამ ფაქტია - უმაღლეს ლიგაში ამირან მუჯირს დებიუტი... 23 წლის წინათ ჰქონდა!..
გაზეთი " ლელო" 19 სექტემბერი, 2014.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


