საზაფხულო შეკრება | ამხანაგური მატჩების განრიგი

ᲡᲐᲖᲐᲤᲮᲣᲚᲝ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲐ | ᲐᲛᲮᲐᲜᲐᲒᲣᲠᲘ ᲛᲐᲢᲩᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲠᲘᲒᲘ

დინამო ბათუმი ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპს თურქეთის ქალაქ ერზრუმში გადის. შეკრების ფარგლებში, ჩვენი გუნდი სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი სპარინგ-პარტნიორები თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენლები - ამედსპორი და…


დინამო ბათუმი ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპს თურქეთის ქალაქ ერზრუმში გადის. შეკრების ფარგლებში, ჩვენი გუნდი სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ჩვენი სპარინგ-პარტნიორები თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენლები - ამედსპორი და რიზესპორი იქნებიან. ამედსპორი თურქეთის უმაღლეს დივიზიონში გასულ სეზონში აღზევდა, ხოლო "რიზესპორი" უკვე წლებია, რაც თურქეთის საუკეთესო ლიგაში სტაბილურად ასპარეზობს.

ᲐᲛᲮᲐᲜᲐᲒᲣᲠᲘ ᲛᲐᲢᲩᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲠᲘᲒᲘ:

  • 11 ივლისი: ამედსპორი – 17:00 სთ
  • 15 ივლისი: რიზესპორი – 18:30 სთ
  • 16 ივლისი: ამედსპორი – 16:00 სთ

გულშემატკივრებს სამივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა დინამო ბათუმის ოფიციალურ YouTube არხზე შეეძლებათ.

გამოიწერეთ ჩვენი არხი და უგულშემატკივრეთ გუნდს ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში!

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

Georgian Football Federation
Batumi City HallGovernment of AdjaraCrocobet