
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲝᲠᲑᲘ 1-4 ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ
საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე დინამო ბათუმი თბილისში, ილია კოკაიას სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ორბს დაუპირისპირდა. შეხვედრა ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით,…
საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე დინამო ბათუმი თბილისში, ილია კოკაიას სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ორბს დაუპირისპირდა. შეხვედრა ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით - 4-1 დასრულდა, რითაც მერვედფინალის საგზური მოვიპოვეთ.
მატჩში ანგარიში სწრაფად, უკვე მე-8 წუთზე გაიხსნა – ჩვენი გუნდი წინ პაულო ვიტორმა გაიყვანა, მან პენალტი შეასრულა ზუსტად და დინამოს ფორმით პირველი ოფიციალური გოლი მიითვალა. მატჩი კვლავ დინამოელთა შეტევებით გაგრძელდა და 28-ე წუთზე ვიტორმა დუბლი გაიფორმა, კვლავ პენალტით.
მეორე ნახევარში დინამოელებმა თამაშზე კონტროლი კიდევ უფრო გაზარდეს. 50-ე წუთზე უერდი მარამ სხვაობა სამამდე გაზარდა. მალევე, მეტოქემ პრესტიჟის გოლი გატანა მოახერხა, ახლოს დისტანციიდან შედეგიანი დარტყმა გიორგი აღდგომელაშვილმა შეასრულა. საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე დაფიქსირდა, მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის ბომბარდირმა, დმიტრი მანდრიჩენკომ ეფექტური დარტყმით გაიტანა.
ორბი 1-4 დინამო ბათუმი
თბილისი, ილია კოკაია
დინამო ბათუმი: კუპატაძე, მილჩენკო (52' კოხრეიძე), მანდრიჩენკო, მარა (52' ფუტკარაძე), ვიტორი, ლაკვეხელიანი (67' კალანდარიშვილი), ეშეთე (63' ალთუნაშვილი), წულუკიძე, კობახიძე (კ), კარლსონი, ჩიტეიშვილი (63' ტურიცოვი)
სათადარიგო შემადგენლობა: ყალიჩავა, გეთიაშვილი, კირკიტაძე, ბარამიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ორბი: უსენკო, რურუა, ბერიძე, კუპრეიშვილი, ლაბაძე (89' ალთუნაშვილი), კერესელიძე (86' ხარაიშვილი), მერკვილაძე (74' ხორავა), აღდგომელაშვილი (კ), თორდია (46' ქავთარაძე), გ. გურციევი (74' დ. გურციევი), ტეფნაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ჯინჭარაძე, უიზერსი, კუპრეიშვილი, ავდალოვი
მთავარი მწვრთნელი: ბაკურ ბარბაქაძე
მსაჯები: დიმიტრი ლაგვილავა, ალექსანდრე მაკალათია, დავით გუჩუა, მამუკა სადილიანი
ყვითელი ბარათი: 27' ლაბაძე, 32' თორდია, 59' კოხრეიძე, 79' დ. გურციევი
გოლები: 0-1 ვიტორი (პენ.) (8'), 0-2 ვიტორი (პენ.) (28'), 0-3 მარა (50'), 1-3 აღდგომელაშვილი (54') 1-4 მანდრიჩენკო (86')
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვერდფინალურ ეტაპზე დინამო ბათუმის მეტოქე თელავი იქნება. შეხვედრა 2 აგვისტოს 20:00 საათზე, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.

ᲡᲮᲕᲐ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ
-800x450.png&w=3840&q=75)
ᲚᲔᲕᲐᲜ ᲨᲔᲜᲒᲔᲚᲘᲐ ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘᲡ ᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲔᲚᲘᲐ
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
09.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 2-2 ᲒᲐᲒᲠᲐ | XX ᲢᲣᲠᲘ
ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გაგრას დაუპირისპირდა. მატჩი, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და შეხვედრის საბოლოო…
08.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲗᲐᲡᲘ 2026 | ᲓᲘᲜᲐᲛᲝ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ 1-0 ᲗᲔᲚᲐᲕᲘ
საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე, ბათუმი არენაზე საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და…
02.08.2026
ᲕᲠᲪᲚᲐᲓ


